ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო 

12:18, 16.04.2026

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. ადვოკატები თითქმის 9-თვიან სასამართლო განხილვას შეაჯამებენ. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამ დროისთვის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს აქვს მიმართული პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა პროკურატურა, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს დაეთანხმა საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი უარი ეთქვათ. თუ რატომ არ უფორმდებათ დანარჩენებს, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება, ადვოკატებისთვის უცნობია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, ეს პროკურატურის დისკრეციული უფლებაა, თუ ვის გაუფორმებს საპროცესო შეთანხმებას.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი