ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18:10, 13.09.2025

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სუს-ში კლინიკიდან გადაიყვანეს, სადაც ორი დღის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო იმყოფებოდა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რა პოზიციებით წარდგნენ მხარეები სასამართლო პროცესზე, ამას ჩვენი ჟურნალისტი თეონა მაჭარაშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი