ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი წარედგინა

15:13, 13.09.2025

დღესვე საქალაქო სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზეც იმსჯელებს. პროცესი 17:00 საათზე ჩაინიშნა. მანამდე კი ჯუანშერ ბურჭულაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ის სუს-ში კლინიკიდან გადაიყვანეს, სადაც ორი დღის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო იმყოფებოდა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია და თავს უდანაშაულოდ ცნობს. რაც შეეხება ბრალდებას, რომლის თანახმად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ესპანეთში სახლი შეიძინა და დეკლარაციაში არ აღნიშნა, ადვოკატის თქმით, ამ სახლის წარმომავლობის დასაბუთება პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი