ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს 

15:03, 08.09.2026

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ერთ-ერთ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს. შედეგად სახელმწიფოს, დიდი ოდენობით, 7 მილიონ ლარამდე ზიანი მიადგა.

პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, წარადგენს შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რაც 3 წლამდე პატიმრობას და 2 წლამდე პირობით სასჯელს ითვალისწინებს. მას ასევე მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება. ვასილ მხეიძეს 4 წლით და 2 თვით პატიმრობა შეეფარდება, საიდანაც ერთ წელს და 2 თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

 

მსგავსი