ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია
დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – ასეთია ბრალის ფორმულირება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. შედეგად, სუს-ის ინფორმაციით, დაიდო არალეგალური გარიგება, რითაც თავდაცვის უწყებას 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ჩატარებული გამოძიებით ირკვევა ისიც, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაუსაბუთებელი შემოსავლის წარმოშობის დამალვა სცადა, რაც საქართველოში კუთვნილი 100 ათასობით ევროს ღირებულის ქონების ფიქტიურ გასძვისებასა და ესპანეთში 544 ათასი ევროს ღირებულის მიწის ნაკვეთისა და სახლის შეძენაში გამოიხატა. შეძენილი ქონება დეკლარაციაში არ ასახულა.
ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 9-12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – შალვა სუმბაძე იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ სახლთან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.