ჯოზეფ ბორელის განცხადება

„რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი. „მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“, – წერს ჟოზეფ ბორელი.