ჯოზეფ ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან, ეს ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრაა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრას უკრაინელ კოლეგებთან. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დმიტრო კულებამ დაწერა, 2+2 ფორმატის შეხვედრა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება.

რა ინფორმაცია ვრცელდება შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინაში – „მოამბე“ ლვოვიდან – რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე დეტალებით.