ჯო ბაიდენის გზავნილი

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ორი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო, კიევი კვლავ დგას. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.