ჯო ბაიდენის განცხადება

„უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ტყუილია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი აქტიურად იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი სერიოზული სანქციები დაუწესდეს.

დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი გუშინ დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.