ჯო ბაიდენის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამაში იარაღის მწარმოებელ ქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ იქ წარმოებული იარაღი საშუალებას აძლევს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება.