ჯო ბაიდენის განცხადება

„ამერიკა და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაციისკენ, ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება. „ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ. აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.