ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს, 2 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს მიიღებს. ლიდერები უკრაინაში ომთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ასევე განიხილავენ თუ როგორ გააძლიერონ ნატო-ს ტრანსატლანტიკური მოკავშირეები და ისაუბრებენ ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელ ღონისძიებებზე. იენს სტოლტენბერგი ასევე შეხვდება თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს.

დატოვე კომენტარი