ჯო ბაიდენი ინდოეთის ლიდერს ესაუბრა

უკრაინაში მიმდინარე ომზე ამერიკის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს. ონლაინშეხვედრის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. ინდოეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. მისი თქმით, ის რამდენჯერმე ესაუბრა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებს. მან დაგმო უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა.