ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

15:22, 07.04.2025
 ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა 23 აპრილისთვის გადაიდო. პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ თქვა შესავალი სიტყვა. მანამდე მხარეებმა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობები დააყენეს, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა. მათ შორის იყო შუამდგომლობა ერთ-ერთი სამართალდამცველის, ალექსი ბიჩოშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარდგენა, რასაც ადვოკატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ერთ-ერთი დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენები ბრალს არ აღიარებენ. მათ ბრალი 225-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი