ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

12:20, 16.07.2025

ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის, „ლელოს“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესი, ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ბრალდებას დღეს ორი მოწმე ეყოლება დასაკითხი, მათ შორის გამომძიებელი, რომელმაც ვეფხია კასრაძის ვიდეო ინტერნეტიდან გადმოწერა, დაათვალიერა და საქმეს დაურთო. კასრაძის ადვოკატის თქმით, ეს ბრალდებულის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც დამონტაჟებულია და გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ ატვირთა, ვინ გადაიღო, არ უცდია მოეპოვებინა მისი სრული ვერსია.

მსგავსი