ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული. განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. ბრალდებულებმა დილიდან ისარგებლეს საბოლოო სიტყვებით და საკუთარ უდანაშაულობაზე მიუთითეს.
ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით – ჩემი თხოვნაა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას,“ – განაცხადა მსახიობმა.
ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, საპირისპიროს ამბობს პროკურატურა.