ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, დაიკითხა პოლიციელი ალექსანდრე გაფრინდაშვილი. ასევე გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულების პირადი ნივთები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს. პროცესს არ ესწრება რევაზ კიკნაძე, ის სხდომიდან გაძევებულია. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.