ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

15:15, 16.07.2025
პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. გორგაძე შეუძლოდ პროცესის დაწყებისთანავე გახდა. ადვოკატის თქმით, გორგაძემ დილით თავის ტკივილის გამო, ტკივილგამაყუჩებელი დალია. ამასთან, რამდენიმე დღის წინ მას ფილტვების ანთება ჰქონდა, ეს მდგომარეობა კი, მისი თქმით, ფილტვების ანთების შემდგომ პერიოდს ახასიათებს. ამ დროისთვის პროცესი განახლებულია და ბრალდების მოწმე – ექსპერტი იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რვა პირი.

მსგავსი