ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გრიგოლ ჭანტურიძის თქმით, მან სახის არეში დაზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვის ფილით მიიღო. მისი განმარტებით, დღემდე მკურნალობს. ადვოკატების მიერ დასმულ კითხვაზე, დაინახა თუ არა კონკრეტულად ვინ ესროლა ნივთი, მოწმემ განაცხადა, რომ კონკრეტული პირი არ დაუნახავს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ბრალდებულებმა სოლიდარობა გამოუცხადეს კოალიცია „ცვლილებების“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, რომელიც გუშინ დააკავეს.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.