ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იკითხებიან ბრალდების მოწმეები. უსმენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტს, რომელმაც გამოძიების მიერ წარდგენილ ქილებზე ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სითხე ნავთობპროდუქტი – ბენზინი და საღებავები აღმოჩნდა. მისივე თქმით, ქილების ნაწილს ბენზინთან ერთად ჰქონდა ნაჭერიც.
გამოძიების მტკიცებით, ზვიად ცეცხლაძის სახლიდან მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე წარადგინეს. ცეცხლაძეს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, დანარჩენ შვიდ პირს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ამ დრომდე დაკითხულმა ვერცერთმა დაზარალებულმა პოლიციელმა ვერ დაასახელა, ვისგან მიიღეს ზიანი.