ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი

15:16, 28.07.2025
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. მოუსმინეს ორ მოწმეს, გამომძიებლებს. მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეომასალის შესწავლა, ლევან ბასილაძისა და გიორგი ჯიქიას თქმით, მათ ვიდეომასალა პირადმა წყარომ მიაწოდა. მათი თქმით, მიიღეს ინფორმაცია, რომ დაკავებული პირები დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდნენ, ეს პიროვნებები ისროდნენ სხვადასხვა საგანს პოლიციელებისა და სპეცრაზმის მიმართულებით.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი