ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე დღეს საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის დაკითხვა გაგრძელდება. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილმა მტკიცებულებებმა დაკავებულების დანაშაული ვერ დაამტკიცა.
ხუნაშვილი ბრალდების ბოლო მოწმეა, რის შემდეგაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მათი მნიშვნელოვანი მტკიცებულება – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დროულად იქნება მომზადებული. რვა დემონსტრანტს ნოემბერ-დეკემბერში პოლიციელებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.