ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო
აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. განიხილება ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა დემონსტრანტის საქმე. იკითხებიან ბრალდების მოწმეები. უსმენენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველზე ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად მიყენებული ზარალი 139 ათას ლარს აღწევს. შეგახსენებთ, რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებს.