პარლამენტთან აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის პროცესი 9 ივნისამდე გადაიდო. დღეს ბრალდების მოწმეებს, ექსპერტებს მოუსმინეს. მათი ინფორმაციით, საკვლევად წარდგენილ ქილებში ბენზინი და საღებავები აღმოჩნდა, რომლებიც აალებადია და შეუძლია ადამიანის დაზიანება, ასევე შენობების დაზიანება და ხანძრის გამოწვევა.
გამომძიებელმა ისაუბრა ვეფხია კასრაძის დაკავების დეტალებზე. ბრალდებულმა კასრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პირს ის არ დაუკავებია, რაც მოწმემ უარყო. ბრალდების მტკიცებით, ბენზინი, საღებავები, „მოლოტოვის კოქტეილი“ და სხვა ნივთები ბრალდებულთა ბინების ჩხრეკისას ამოიღეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ აღნიშნული ნივთები ჩადებულია და ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია.