თბილისი საქალაქო სასამართლოში დღეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ცხრა პირის მორიგი პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მოწმეების გამოკითხვას დაიწყებს დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, მათი მოწმეები ბრალდებულთა უდანაშაულობასა და გამოძიების სიყალბეს დაადასტურებენ. მათივე შეფასებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა ბრალდებულთა დანაშაული ვერ დაადგინა და აჩვენა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 11 დემონსტრანტს ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველზე გამართულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.