ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესი უკვე 4 საათია გრძელდება. დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი-ჰაპიდოსკოპი. ნინო ბორაშვილის ინფორმაციით, ჩატარდა გამოძიების მიერ წარდგენილი დისკების კვლევა. ვიდეოებში ასახული პირები, ბრალდებულები – ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე და რუსლან სივაკოვი აღმოჩნდნენ. ადვოკატები კი მასალის მონტაჟზე მიუთითებენ. მათ ასევე მოითხოვეს პროცესზე სატელევიზიო კამერის დასწრება. მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს.
ანდრო ჭიჭინაძემ ხელისუფლება რეპრესიებში, „ოცნების“ მაღალჩინოსნები კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა. განცხადება ონისე ცხადაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალება მის დაკავებაზე ნერვიულობას უკავშირდება. მან მოსამართლე გააკრიტიკა.
დღესვე საზოგადოებრივმა, ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა, რომ გაძევებული ბრალდებულის, რევაზ კიკნაძის ინტერესებს ვერ დაიცავდა ეფექტურად, რადგან არც საქმის მასალებს იცნობდა და არც ბრალდებულის თანხმობა ჰქონდა, თუმცა პროცესზე მოსამართლემ მაინც დატოვა.