ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი

15:13, 24.09.2025
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება – ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესი დღეს დაგეგმილზე ადრე დასრულდა. უძილაური სხდომათა დარბაზიდან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს, რადგან სასამართლოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა და მანდატურებმა შენობა ყველას დაატოვებინეს. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ევაკუაცია ბომბის შესახებ ანონიმურ შეტყობინებას უკავშირდებოდა. ამ წუთებში სასამართლოში შესასვლელი ცენტრალური კარი დაკეტილია და მხოლოდ პოლიციელები შედიან.
 
უძილაურის პროცესზე ბრალდების ხუთი მოწმე – ტაქსის მძღოლი, ორი გამომძიებელი და ორი ექსპერტი დაიკითხნენ. ტაქსის მძღოლმა დაადასტურა, რომ მკვლელობის შემდეგ, ვაკიდან უძილაური ვაზისუბანში წაიყვანა, ექსპერტმა დაადასტურა, რომ მამაკაცი, რომელიც ჯანგველაძეს მკვლელობამდე სასტუმრო „ამბასადორში“ უთვალთვალებდა, სავარაუდოდ, გელა უძილაური იყო. ექსპერტმა კი განაცხადა, რომ ხმებისა და ვიდეოების კვლევით ამავე საქმეზე ბრალდებული სხვა პირების იდენტიფიცირება მოხდა.

მსგავსი