ილია ღუდუშაური ბრალს აღიარებს, – ამის შესახებ ადვოკატმა განაცხადა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან ილია ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვენ. ამ დროისთვის ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გამოძიება სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერის ხელოვნურად შეწყვეტასა და ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენებას ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, თვეებით ადრე ჩატარებული ტენდერი, რომელსაც უკვე გამარჯვებული კომპანია გამოვლენილი ჰყავდა, სწორედ მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით გაუქმდა. მოგვიანებით კი სატენდერო პირობები სხვა კომპანიის ინტერესებს მოერგო.
დაკავებული პოსტს ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.