იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადო ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის კენჭისყრა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადო არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის კენჭისყრა. საუბარია შესაძლებლობაზე, რომ დანამატი გაიცეს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც, სასამართლოს, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებენ.

მიზეზი, საკითხზე დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობაა. საბჭოს წევრები თანხმდებიან, რომ დანამატის გაცემა აუცილებელია, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ აუცილებელია, დაზუსტდეს, თუ რა ფორმით მიიღებს პირი ანაზღაურებას, როდესაც ის ასრულებს, სასამართლოს, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის მოვალეობას.