იუსტიციის სამინისტროს განცხადება
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება.