იუსტიციის სახლის მშენებლობა წყალტუბოში

წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება. მშენებლობა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა. იუსტიციის ახალი სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან ექვსი მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ შვიდ რაიონში კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ან უკვე შერჩეულია მიწა და მზად არის პროექტი. დღეისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.