იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩისა და ამერიკის საელჩოს განცხადებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან დადებულ პირობას არღვევს. უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა ქვეყანაში ეფექტიანად განხორციელდა და განმარტავენ, რომ მიმდინარე პროცესები კანონის შესაბამისად ხორციელდება.

დატოვე კომენტარი