იუსტიციის საბჭო ახალი წევრის მოლოდინში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო დღეს ოფიციალურად დატოვა და კაბინეტი დაცალა. ანა დოლიძის განცხადებით, ის ბრძოლას სამართლიანობისთვის უკვე სხვა პლატფორმიდან გააგრძელებს.

თანამდებობა ანა დოლიძემ  22 ივნისს მას შემდეგ დატოვა, რაც ის იუსტიციის საბჭოს წევრისთვის არათავსებადი პოლიტიკური კარიერის გამო გააკრიტიკეს. ცოტა ხნის წინ დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნა. მინიშნება, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის საბჭოს წევრისთვის არათავსებადია, დოლიძეს პრეზიდენტმაც მისცა. მას შემდეგ კი, რაც ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ ადგილზე საქართველოს პრეზიდენტმა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის დასრულებამდე ოთხი დღე რჩება.