იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ნიდერლანდებში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა დაწესებულების სოციალურ მუშაკთან ერთად, შინაგანაწესი, ბავშვების დღის გრაფიკი, თანამშრომელთა მომზადებისა და სხვა საკითხები განიხილეს და დაწესებულება დაათვალიერეს, რომელიც ორსართულიან პატარა სახლშია მოწყობილი.

ოჯახური ტიპის დაწესებულებაში ვიზიტამდე, დელეგაცია ამსტერდამის პრობაციის სამსახურის მუშაობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ამსტერდამის პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებისგან იმ პოლიტიკისა და მიდგომების შესახებ მოისმინეს, რომელთაც ნიდერლანდებში პრობაციის სისტემა ემყარება.

 

დატოვე კომენტარი