იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

15:25, 08.09.2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის, ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას.

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება. კორეელ პარტნიორებთან ერთად ოქტომბრის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას.

მსგავსი