იუსტიციის მინისტრის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

რატი ბრეგაძის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრშიც ეხმაურებიან.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ მინისტრის გამოსვლას დანაშაულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ  ცენტრ „ემპათიის“ მიზანი არა ობიექტური გარემოებების გამოკვლევაა, არამედ სააკაშვილის გამართლებაა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის. არგუმენტად ბრეგაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაასახელა, რომელიც სასამართლოს წარედგინება. სწორედ „ემპათიის“ დასკვნაზე დაყრდნობით ითხოვს დაცვის მხარე ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.