საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს. ღონისძიება უზბეკეთში იმართება. პაატა სალია უკვე წარდგა სიტყვით და დელეგატებს საჯარო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას საჯარო სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების თაობაზე. გაერო-ს სერვისების ფორუმს, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს.