იუსტიციის მინისტრი პენიტენციურ დაწესებულებაში

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების ახალშექმნილი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა. ახალი უნიფორმები ესკორტის 300 ოფიცერს გადაეცა. ამით 70 პროცენტით აღიჭურვა ახლახან შექმნილი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, რომელიც 2019 წლის თებერვალში ბადრაგირებისა და სასჯელაღსრულების ე.წ. სპეცრაზმის გაუქმებული დანაყოფების ბაზაზე შეიქმნა.

მინისტრის განცხადებით, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ უნიფორმების ინვენტარიზაცია ჩატარდა. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა. უნიფორმებით ოფიცრების სრულად აღჭურვა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.