იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც დღეს სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეს, მატიას გიომარსს შეხვდება. მანამდე კი ვიზიტის ფარგლებში პაატა სალია მონაკოს იუსტიციის სახელმწიფო მდივანს, სამუელ ვუელტას შეხვდა. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
პაატა სალიამ კოლეგას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. ასევე, შეხვდა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს.
სტრასბურგიდან დეტალებით სალომე ქოქიაშვილი.