„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
კანონმდებლებმა „კორუფციის შესახებ კანონში“ გატარებულ ცვლილებებზე განმარტებები გააკეთეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები გათავისუფლებულები არიან იმ ვალდებულებებისგან, რაც სხვა საჯარო მოხელეებს აქვთ. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციები დაიკავონ და, პარალელურად, კერძო სექტორშიც დასაქმდნენ, თუმცა საჭიროა ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე კი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, პედაგოგებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრობს.