იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს. მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ორი დღის წინ წარუდგინა. დასამტკიცებლად ხმათა უმრავლესობა, ანუ დეპუტატთა 76 ხმაა საჭირო, „ქართულ ოცნებას“ კი საპარლამენტო უმრავლესობაში 79 დეპუტატი ჰყავს.
აც შეეხება თავად არჩილ კოჭლამაზაშვილს, ის 2020 წლიდან სამი წლის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. მანამდე კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში კონსულტანტად მუშაობდა, ასევე აქვს იურისტად მუშაობის გამოცდილებაც.