იურიდიული კომიტეტის ანგარიში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გასული წელი იყო დატვირთული და ნაყოფიერი. ანრი ოხანაშვილმა განხილული კანონპროექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 11 კანონპროექტი დაასახელა, რომელთა შორის არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის წარმართვა, „მედიაციის შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონი. 2019 წელს კომიტეტმა 412 კანონპროექტი განიხილა, 69 საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, მოქალაქეთა 2550 მიმართვას უპასუხა.