იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში

იურიდიული დახმარების სამსახურმა საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა. უფასო სამართლებრივი დახმარების ორგანიზაცია მომსახურებას უწევს ყველა იმ პირს, ვისაც კერძო ადვოკატის დაქირავების საშუალება არ აქვს. ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის წევრები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმების მხარდაჭერაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ.

კონფერენციის ბოლოს წარმატებული ადვოკატების დაჯილდოება გაიმართა. დღესვე შედგა წიგნის პრეზენტაციაც, რომლის ავტორიც ანტიკორუფციული ბიუროს ხემძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილია.

დღესვე რაჟდენ კუპრაშვილმა, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.