იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კახეთში

ამ წუთებში კახეთში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრას იუსტიციისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. დღის წესრიგით განსახილველი ძირითადი საკითხი კომიტეტის 2019- 2020 წლების სამოქმედო გეგმაა.

სამუშაო შეხვედრაზე ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მერ წარდგენილ ინიციატივაზე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, იმ შემთხვევაში იმსჯელებენ, თუ მისი ინიციატორები შეხვედრას დაესწრებიან.

სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და შენიშვნებსაც გაეცნობიან.

 

დატოვე კომენტარი