იტალიას პირველი ქალი პრემიერი ჰყავს

ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა ფიცი უკვე დადო. მანამდე იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯია მელონის კოალიციური მთავრობის ფორმირების უფლება მისცა. შედეგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

ახალმა პრემიერმა უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალიის ძმების“ გარდა, კიდევ ორი პარტიაა – მატეო სალივანის „ლიგა“ და ანტონიო ტაიანის „წინ, იტალია“. სალივანი და ტაიანი ვიცეპრემიერები გახდნენ, ტაიანი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ჩაიბარებს, სალივანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი გახდება, რომელიც სალივანის მოკავშირედ ითვლება და უკანონო ემიგრაციის მოწინააღმდეგეა. იუსტიციის მინისტრად კარლო ნორდიო ინიშნება, თავდაცვის მინისტრად კი გუიდო კროზეტო.

ჯორჯია მელონის პარტიამ სექტემბერში გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.