ალასკაში გამართული ორმხრივი სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. სამი საათის განმავლობაში გაგრძელებულ მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამი–სამზე ფორმატში ესწრებოდნენ, შეხვედრას კი მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა. დღის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტა იყო. ამ საკითხზე მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს, თუმცა ითქვა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესი არის და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ახლა ჯერი უკრაინის პრეზიდენტზეა. სწორედ ზელენსკის ესაუბრა ვაშინგტონში დაბრუნებისას დონალდ ტრამპი ტელეფონით. მოგვიანებით ამ საუბარს ევროპელი ლიდერები, კერძოდ ევროკომისიის პრეზიდენტი, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი შეუერთდნენ. ევროპაში ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ, ზელენსკი კი 18 აგვისტოს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადება.
გივი ბარამიძე დეტალებით.