ისტორიული შეხვედრა ანკორიჯში

პრესკონფერენციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს შემდეგი შეხვედრის გამართვა მოსკოვში შესთავაზა. ამ ინიციატივას შტატების პრეზიდენტმა საინტერესო უწოდა და თქვა, რომ ამის შესაძლებლობას ხედავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარჩენილია ერთი-ორი შესათანხმებელი საკითხი, თუმცა უკრაინის ტერიტორიებთან და ნატო-სთან დაკავშირებით ძირითადად შეთანხმება არსებობს. ტრამპის თქმით, ახლა საჭიროა უკრაინის თანხმობა. სამიტი შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმაც.