ისტორიული აღმოჩენა ეგვიპტეში

ისტორიული აღმოჩენა ეგვიპტეში. ქვიშაში დამალული უდიდესი ანტიკური ცენტრი – არქეოლოგებმა „დაკარგული ოქროს ქალაქის“ ნაშთებს მიაკვლიეს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ტუტანხამონის აკლდამის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი აღმოჩენაა.

გათხრების შედეგად ნაპოვნია სამკაულები, ფერადი ჭურჭელი და სკარაბეუსის ხოჭოს ამულეტები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ექსპედიციის დასრულების შემდეგ, ამ დრომდე ცნობილი ფაქტები, შესაძლოა, შეიცვალოს.