ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს. შესაბამის ინსტრუქციებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ დაუყოვნებლივ მოძებნონ თავშესაფარი. სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში კი, შენობა მხოლოდ განგაშის სიგნალის დასრულებიდან ათი წუთის შემდეგ დატოვონ.

დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა აცნობონ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა კი განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გასვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან. საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით ისრაელში საქართველოს საელჩოს ნომერზე +972 526 919 092