ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა

არის თუ არა რეგიონული ომის დაწყების საფრთხე მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ახალო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო მწვავეა. ამ დროის მონაცემებით, ნათანზის ბირთვულ სადგურზე რადიაციის მომატება არ შეინიშნება. ისრაელისა და ირანის საჰაერო სივრცეები ჩაკეტილია. ისრაელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის ისტორიაში. ირანი კი საპასუხო ქმედებებით ემუქრება როგორც ისრაელს, ასევე აშშ-ს.

ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები დაგმო.

გივი ბარამიძე დეტალებით.